• Geo
  • Eng
16.10.2017
15 წლამდელებმა ჩიხურა დაამარცხეს

15 წლამდე დინამოელებმა ოქროს ლიგაში მეთორმეტე ტურის შეხვედრა ჩაატარეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი საჩხერეს ესტუმრა და ადგილობრივი ჩიხურა ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ზემოიმერელთა კარში გოლი იაკობიძემ გაიტანა. თბილისელები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან (გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 52/10), მომდევნო შეხვედრას კი 21 ოქტომბერს სფფ- ს აკადემიის (ზუგდიდი) წინააღმდეგ დინამოს აკადემიის მოედანზე ჩაატარებენ.

 

U15 ჩიხურა 0:1 დინამო

 

U15 დინამო: ხარშილაძე, იაკობიძე, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, სამადაშვილი (მაისაშვილი 36), აბუაშვილი, ზურაბიანი (შაშიაშვილი 63), ჯინჯოლავა (ფირცხალავა 36), კონიაშვილი (ქოჩაკიძე 65), მორჩილაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024