დინამოელებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და საკუთარ არენაზე ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ, გარეჯთან ისპარინგეს. შეხვედრა დედაქალაქელებმა გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარეს, მოგეხსენებათ ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში არაერთი დინამოელია გამოძახებული. მატჩი ანდრეს კარასკოს გუნდმა 3-2 მოიგო. გოლები საგარეჯოელთა კარში ლუკა ლაკვეხელიანმა, ვახო სალიამ და დავით სხირტლაძემ გაიტანეს.
დინამო 3-2 გარეჯი
დინამო: კერესელიძე, მალი, სალუქვაძე, კობოური, ლოპესი, აფციაური, სიხარულაშვილი, ხარაიშვილი, ლაკვეხელიანი, კამარა, მარუშიჩი
სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, კვერენჩხლაძე, მარგველაშვილი, ბუბუტეიშვილი, იაკობიძე, ფრიდონაშვილი, გოგნაძე, სხირტლაძე, სალია