• Geo
  • Eng
02.09.2023
15 წლამდელების დასანანი მარცხი ¼ ფინალში

იტალიურ ნავრაში მიმდინარე Youth Cup 2023-ის მეორე სათამაშო დღეს დინამოელებმა ორი შეხვედრა ჩაატარეს.

 

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი დერტონასთან ჭაბუკმა დინამოელებმა 2-0 მოიგეს. გოლები ნიკა ადუაშვილმა და ნიკა სილაკაძემ გაიტანეს. დაგროვებული 7 ქულით (გუშინ დინამოელები მონცას დაუზავდნენ 1-1 და ტორინოს 2-0 აჯობეს) დინამო მეოთხედფინალში გავიდა და ლეჩოს დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი 4-5 დავთმეთ.

 

აქვე გაგაცნობთ დინამოელთა შემადგენლობას: გიორგი ლომიძე, საბა ხარებაშვილი, შოთა დიაკონიძე, ნიკა სილაკაძე, ლუკა ჯაბუა, საბა ხოფერია, კობა კაკაშვილი, გიორგი გონგაძე, ავთო გიორგაძე, დაჩი ჩოჩოშვილი, ნიკა ადუაშვილი, ალიკა გეთიაშვილი, ნიკა ბენდელიანი, გიორგი კვიჟინაძე, მათე შათირიშვილი, ნიკა გოლავა, საბა კვირკველია, ანდრია ეკუტიძე-ბართიშვილი და ალბერტ მადოიანი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024