• Geo
  • Eng
02.09.2023
გამარჯვება შუქურასთან

დინამოელებმა დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შეხვედრა ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართეს. მატჩი თბილისის ზღვის საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა.

 

შეხვედრის პირველივე წუთებიდან სათამაშო უპირატესობა დედაქალაქელებმა მოიპოვეს, თუმცა არაერთი შეტევის მიუხედავად სახიფათო დარტყმამდე საქმე პირველ ტაიმში არ მისულა (თუ არ ჩავთვლით მუსა სანგარეს მიეხ ხარიხას გარტყმულ ბურთს). სამაგიეროდ შუქურამ რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა და 30-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ზუსტად ალეკო ანანიძემ დაარტყა. მეორე გოლი მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანეს. საჯარიმო დარტყმით თავი ბექა ვერულიძემ გამოიჩინა 2-0. მეორე ტაიმი დინამომ სამმაგი ცვლილებით და სწრაფი გოლით განაახლა, 46-ე წუთზე სხვაობა უსმანე კამარამ შეამცირა. მატჩის 54-ე წუთზე შუქურას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც შედეგიანად დავით სხირტლაძემ გამოიყენა და სტატუს ქვო აღდგა 2-2. დინამო დიდი ძლაებით უტევდა, თუმცა უშედეგოდ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი შეცვლაზე შემოსულმა ჯადული იობაშვილმა სამი ქულის მომტანი დარტყმით დინამოს გამარჯვება მოუტანა 2-3.

 

მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი 16 სექტემბერს ჩაატარებს (მანამდე ჩემპიონატში სანაკრებო პაუზა იქნება). დინამო ტორპედოს უმასპინძლებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024