• Geo
  • Eng
27.02.2018
ჭაბუკთა ლიგა დინამოელებმა გამარჯვებით გახსნეს

დინამოელებმა ჭაბუკთა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყეს. 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამო წელს ორი გუნდით ასპარეზობს. 15 წლამდელთა პირველი გუნდი ვახტანგ იაგორაშვილის ხელმძღვანელობით და დინამოელთა 14 წლამდე კრებული ვასილ გეგუჩაძის თავკაცობით, რომელიც ჩემპიონატში დინამო 2 სახელით მიიღებს მონაწილეობას.

დინამო სფფ- ს აკადემიის გუნდს შეხვდა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. თავი ბაბლუანმა და სიხარულიშვილმა გამოიჩინეს, ერთი გოლიც მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა. დინამო 2 გორში დილას შეხვდა და 4:2 დაამარცხა მასპინძლები. კობახიძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ნიკოლაიშვილმა და გაფრინდაშვილმა გაიტანეს.

პირველი ტურის მატჩი ჩაატარა ჩვენი გუნდის 17 წლამდე შემადგენლობამაც. გოჩა ჩიქოვანის შეგირდები საბურთალო 2- ს დაუპირისპირდნენ და 5:1 დაჯაბნეს მეტოქე. გოლები წაქაძემ, ჯანგველაძემ, იაკობიძემ და ზურებიანმა (2) გაიტანეს.

 

U15 დინამო: შურღაია, ხვადაგიანი, ქავთარაძე (სალუქვაძე 64), გოგოტიშვილი, უბილავა (უდესიანი 65), ჩაუტიძე (გაგნიძე 30), სიჭინავა, ბაბლუანი, სიხარულიშვილი, ჩხეტიანი (გოგობერიშვილი 56), იობაშვილი (მელაძე 60)

U15 დინამო 2: ჯოჯუა (ბერუაშვილი 35), მოლაშვილი (ხუტიაშვილი 45), ბაგრატიონი, ჯანაშია, კერენჩხილაძე, გაფრინდაშვილი, კობახიძე (ქართველიშვილი 60), თოდუა (ცხოვრებაშვილი 35), არჩაია (აღდგომელაშვილი 45), გეგიაძე, ნიკოლაიშვილი (გოგებაშვილი 60)

U17 დინამო: ლომიძე, ერაძე, ქველაძე, წაქაძე, მელიქიშვილი, სანებლიძე, ფარულავა, ლომთაძე, ჩარკვიანი, ჯანგველაძე, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: კოპალეიშვილი, ზურებიანი, თუდები, მორჩილაძე, მირზიკაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024