დასრულდა 13 წლამდე ფეხბურთელთა შორის რეგიონთა თასის გათამაშება, რომლის ფინალსაც ლაგოდეხში მდებარე სფფ- ს ტექნიკურმა ცენტრმა უმასპინძლა. წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული თბილისის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში იმერეთის ნაკრებს 13:0 აჯობა. გადამწყვეტი შეხვედრის ჩასატარებლად დედაქალაქელთა ნაკრებში ჩვენი გუნდის 10 ფეხბურთელი - ლუკა ჯოჯუა, თორნიკე მოლაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, ლუკა ლაცაბიძე, საბა გეგიაძე, ომარ თოდუა, ლუკა არჩაია, ჯადული იობაშვილი, ლევან კობახიძე და საბა თათულაშვილი (კაპიტანი) მიიწვიეს.