დღეს ბელგიური გენტის ფეხბურთელის, დინამოს აკადემიის აღზრდილის გიორგი ჩაკვეტაძის მშობლები - მთვარისა და მერაბ ჩაკვეტაძეები ჩვენს აკადემიას ესტუმრნენ. ხელმძღვანელობასთან საუბრისას მათ აღნიშნეს გიორგის მიერ აკადემიაში გატარებული წლების მნიშვნელობა, ისაუბრეს ფეხბურთელის მიმართს გამოჩენილ ყურადღებაზე, მწვრთნელებისა და პერსონალის პროფესიონალიზმზე. ვიზიტის დასასრულს მადლობა გადაუხადეს დინამოს პრეზიდენტსა და აკადემიის ყველა თანამშრომელს.