• Geo
  • Eng
31.12.2017
დინამოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

გილოცავთ ახალ 2018 წელს! დაე ეს წელი ბედნიერი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა დინამოელს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს. გასული წელი გამორჩეულად წარმატებული იყო ჩვენი ახალგაზრდებისთვის, დინამოს ასაკობრივი გუნდები, ფაქტობრივად, ყველა ასაკში გახდნენ ჩემპიონები, საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში სამოცდაორმა დინამოელმა ითამაშა.

სოლიდურად ჩაატარა სეზონი ჩვენმა მთავარმა გუნდმაც. რაშიც ასევე დიდი წვლილი შეიტანეს აკადემიიდან დაწინაურებულმა მოთამაშეებმა. რომ არა უიღბლობა ისინიც ოქროს მედლებით დაიმშვენებდნენ მკერდს.

აღებული გეზი უცვლელია, დინამო მომავალ წელსაც გააგრძელებს ახალგაზრდებთან განსაკუთრებულ მუშაობას და მათ ხელშეწყობას.

ვულოცავ ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, ისინი ყოველთვის სამაგლითონი უნდა იყვნენ ახალი თაობისთვის. ასევე ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება მომავალში.

ბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ყველა თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის!

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024