მოგეხსენებათ საქართველოს 18 წლამდე ნაკრები მინსკში იმყოფება. გიორგი მიქაძის გუნდმა პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩაატარა მასპინძელთა ნაკრებთან და გატანილი გოლების გარეშე დაცილდა მეტოქეს. ჭაბუკ ჯვაროსანთა რიგებში 8 დინამოელმა - ბულისკერიამ, ხარშილაძემ, ხარაბაძემ, გაბიტაშვილმა, დარცმელიამ, დავითაშვილმა, გაბელაიამ და კვარაცხელიამ ითამაშეს. კიდევ ერთ ამხანაგურს ეს გუნდები 6 დეკემბერს გამართავენ.