დასრულებული სეზონის შემდეგ დინამოსთან კონტრაქტები უკრაინელ გოლკიპერს - სერგეი ლიტოვჩენკოს, უკრაინელ მცველს - ბოგდან მიშენკოს და ნიგერიელ მცველს - მოჰამედ ალიუს ამოეწურათ. ისინი უკვე დაემშვიდობნენ კლუბს. დინამო თბილისი მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში.