• Geo
  • Eng
10.12.2017
ლაშა თოთაძე - კიდევ ორი წლით დინამოში

დასრულებული 2017 წლის სეზონის საუკეთესო მცველმა, 7 გატანილი გოლის ავტორმა - ლაშა თოთაძემ დინამოსთან ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ლაშა თოთაძე: დინამო ჩემი მეორე სახლია. მე მოხარული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კვლავ გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად წინ არაერთი გამარჯვება გველის. მე ჩემის მხრივ მათ ყველანაირად მხარში დავუდგები. ჩემი ოცნებაა კარიერის ბოლომდე დინამოს ვემსახურო.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024