დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის გათამაშებაში ბოლო ტურის მატჩი გამართა, საბურთალო 4:0 დაამარცხა და სამი ტურით ადრე გაფორმებული ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად ჩაიბარა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ბენდელას სტადიონზე ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. გულდედავამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ძოწენიძემ გაიტანა, მატჩის ბოლოსკენ კი ტრავმამოშუშებულმა ბაბუნაძემ აიღო მასპინძელთა კარი. დინამოელებმა პირველობა 13 მოგებითა და ერთი წაგებით დაასრულეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 57/7, თბილისელებმა საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედლების გარდა უეფას ახალგაზრდული ლიგის საგზურიც მოიპოვეს.
U19 საბურთალო 0:4 დინამო
U19 დინამო: მამარდაშვილი, ბასარია, ვირუბოვი, კალანდაძე, უგრეხელიძე (ჯანგველაძე 46), ძოწენიძე, კაკულია (გოგობერიშვილი 64), გულდედავა, იაკობიძე (ბაბუნაძე 73), კიტეიშვილი, ერგემლიძე