თბილისში 15 წლამდე ნაკრებთა შორის საერთაშორისო ოთხთა ტურნირი მიმდინარეობს. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა, რომელშიც ბელარუსს შეხვდა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. დაწინაურებულ სლავებს გოლები ნიკა სიხარულაშვილმა და გიორგი აბუაშვილმა გაუტანეს. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა ლიტვას 6:0 აჯობა. გოლის ავტორთა გარდა ბელარუსის წიააღმდეგ გიორგი ჩიტაურმა კიდევ ოთხი დინამოელი - გაგნიძე, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი და ჩხეტიანი ათამაშა. მომდევნო, გადამწყვეტ მატჩს საქართველოს ნაკრები 8 დეკემბერს თურქეთთან გამართავს.
18 წლამდე ჯვაროსნებმა მინსკში, ადგილობრივ ნაკრებთან მეორე მატჩი ითამაშეს და ისევ ყაიმით დაცილდნენ ოპონენტს, თუმცა პირველი მატჩისგან განსხვავებით მეტოქეებმა ერთმანეთს 4-4 გოლი გაუტანეს. პირველი ორი გოლი მასპინძლებს დინამოელებმა ბექა ხარშილაძემ და ზუკა დავითაშვილმა გაუტანეს. მათ გარდა კი გიორგი მიქაძემ დინამოდან ბულისკერიას, გაბიტაშვილს, დარცმელიას, კვარაცხელიას, ხარაბაძეს და გაბელაიას მისცა თამაშის საშუალება.