საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა დასკვნითი შეკრება დაიწყო. გუნდი 17 მარტამდე თბილისში ივარჯიშებს, შემდეგ კი გეზს პოლონეთისკენ აიღებს, სადაც ელიტ რაუნდის მატჩები გაიმართება. ჭაბუკი ჯვაროსნები ჯგუფში 21 მარტს პოლონეთს შეხვდებიან, 24 მარტს ირლანდიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 27 მარტს მაკედონიას გაეჯიბრებიან. გიორგი ნემსაძემ ელიტ რაუნდში საასპარეზოდ დინამო თბილისიდან 8 ფეხბურთელს უხმო. საქართველოს სახელს ლუკა ხარშილაძე, ლუკა კუტალაძე, ირაკლი აზაროვი, სანდრო კალანდაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მირზიკაშვილი, ელგუჯა ჯანგველაძე და ხვიჩა კვარაცხელია დაიცავენ.