• Geo
  • Eng
31.10.2017
19 წლამდელებმა კოლხეთი 6:0 დაამარცხეს

დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგაში მერვე მატჩი ჩაატარა და მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამჯერად ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 6:0 დაჯაბნა მეტოქე. გაბელაიამ ორი გოლი გაუტანა სტუმრებს, თითოჯერ კი იაკობიძემ, ძოწენიძემ, კაკულიამ და კიტეიშვილმა აიღეს ფოთელთა კარი. ჩვენმა გუნდმა 8 მატჩის შემდეგ 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იყოფს ლოკომოტივთან ერთად. დინამოელებს უშუალო კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. დინამოელთა გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 35/5.

 

U19 დინამო 6:0 კოლხეთი

U19 დინამო: ბულისკერია, გაბელაია, ბ. ხარშილაძე (ვირუბოვი 46), უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ძოწენიძე, კაკულია (გ. ხარშილაძე 46), დარცმელია, იაკობიძე, კიტეიშვილი, ერგემლიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024