• Geo
  • Eng
13.03.2018
19 წლამდელებმა პირველობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეს

დღეს ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდმა. თბილისელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე რუსთავი მიიღეს და დიდი ანგარიშით 7:1 დაჯაბნეს მეტოქე. მოქმედმა ჩემპიონებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა, რაც გატანილ გოლებშიც ასახეს და შესვენებაზე ექვსბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში მეტოქეებმა თითო გოლი გაცვალეს და საბოლოოდ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 7:1 იმარჯვა. შეხვედრაში თემურ გაბუნიამ პოკერი შეასრულა, პაატა კიტეიშვილმა დუბლი გაიფორმა და ერთი გოლიც ბექა დარცმელიამ გაიტანა. დინამოელები შემდეგ პაექრობას 17 მარტს თელავში, ადგილობრივ გუნდთან გამართავენ.

 

U19 დინამო 7:1 რუსთავი

U19 დინამო: მამარდაშვილი, ბასარია, ძოწენიძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, დარცმელია (მოისწრაფიშვილი 46), გაბელაია, ბერიაშვილი (გულდედავა 62), პ. კიტეიშვილი, ბაბუნაძე (გოგობერიშვილი 46), გაბუნია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024