სასტუმრო რედისონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია GFF AWARDS 2017 გაიმართა. ნომინაციებში პრიზები ჩვენი კლუბის ფეხბურთელებმაც მიიღეს. ეროვნული ლიგის 2017 წლის საუკეთესო მცველი დინამოელთა ვიცე კაპიტანი - ლაშა თოთაძე გახდა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული შემოდგომაზე ბელგიაში წასულმა გიორგი ჩაკვეტაძემ მიიღო. ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია 17 წლამდე ფეხბურთელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიასა და ზუკა დავითაშვილს გადაეცა. GFM STUDIO- მ კი საუკეთესო რესპოდენტის ნომინაციაში დინამოს კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი დააჯილდოვა. ეროვნული ლიგის 2017 წლის სიმბოლურ ნაკრებში ლაშა თოთაძე და ოთარ კიტეიშვილი დაასახელეს.