• Geo
  • Eng
14.01.2018
მეორე ადგილი ზამთრის თასზე

დინამოს 14 წლამდე შემადგენლობამ ზამთრის თასზე ვერცხლის მედლები მიიღო. ფინალურ შეხვედრაში დინამოელები საბურთალოს დაუპირისპირდნენ და 2:4 დამარცხდნენ მეტოქესთან. გადამწყვეტი მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში ვასილ გეგუჩაძის ფეხბურთელები უკეთ გამოიყურებოდნენ, იობაშვილმა ანგარიშიც გახსნა, ტაიმი კი 1:1 მორჩა. მეორე ნახევარი საბურთალომ უკეთ წარმართა და საბოლოოდ იმარჯვა. მეორე გოლი მათ კარში ლაცაბიძემ გაიტანა. ფინალამდე დინამომ ჯგუფში სამხრეთ ოსეთს 3:0 მოუგო, ხოლო მცხეთა მთიანეთის და ქვემო ქართლის გუნდები ერთნაირი ანგარიშით 9:1 დაჯაბნა. თბილისელები ნახევარფინალში სამეგრელოს ნაკრებს შეხვდნენ და 6:2 დაამარცხეს მეტოქე.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024