ჩვენი გუნდის საყრდენმა ნახევარმცველმა - ბაქარ ქარდავამ დინამოსთან არსებული კონტრაქტი გაახანგრძლივა და დედაქალაქურ კლუბში 2020 წლის ჩათვლით იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ბაქარ ქარდავა დინამოში ცხინვალიდან გადმოვიდა და მალევე გახდა გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე და სეზონში ეროვნული ლიგის 32 შეხვედრაც ჩაატარა.