• Geo
  • Eng
04.11.2017
5 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

5 ნოემბერს დინამო თბილისი დინამო ბათუმს უმასპინძლებს. მატჩი ორივე გუნდისთვის საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ატარებს. ეროვნული ლიგის გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე თბილისელები მე- 17 ტიტულს უმიზნებენ, ხოლო ბათუმელები ფლეი აუთის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობენ. შეხვედრა დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება.

5 ნოემბერს თბილისელებს თავის ისტორიაში 8 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. დინამოელებმა 4 თამაში მოიგეს და ორჯერ ფრედ ითამაშეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 11/5 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1970 წელს დინამომ ლენინგრადის ზენიტი მიიღო და გივი ნოდიას გოლით 1:0 დაამარცხა ჩრდილოელი მეტოქე. 1978 წელს მოსკოვში ლოკომოტივთან შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრილდა.

1980 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშების მერვედფინალში დინამო ირლანდიურ უოტერფორდ იუნაიტედს დაუპირისპირდა და ოთხი უპასუხო გოლით დაჯაბნა მეტოქე. ვიტალი დარასელიამ დუბლი შეასულა, თითო გოლიც ალექსანდრე ჩივაძის და გიორგი ჭილაიას ანგარიშზეა.

1993 წელს თბილისელებმა გურჯაანის ერქვანს უმასპინძლეს და საკუთარ კედლებში 1:2 დამარცხდნენ. გოლი კახელთა კარში ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. 2001 წელს თბილისელები ბათუმ სტუმრად დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს მასპინძლები. ერთი გოლი ირაკლი ვაშაკიძემ გაუტანა შავიზღვისპირელებს, ხოლო მეორე თავის კარში გიორგი არჩვაძემ ჩაჭრა. 2005 წელს ჩვენი გუნდი დილას გორში ეწვია და 2:0 აჯობა მეტოქეს. გოლები ლაშა ნოზაძემ და მიხეილ ბობოხიძემ გაიტანეს. მომდევნი სეზონში დინამომ მცხეთაში ვიტ ჯორჯიასთან დათმო მატჩი 1:2. ზუსტი დარტყმა მიხეილ ხუციშვილის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024