უკვე ერთი თვეა მარტვილის საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელები თბილისში, დინამოს აკადემიაში გადიან პრაქტიკა-სტაჟირებას და ასევე ჩვენი აკადემიის მწვრთნელები მარტვილში მიემგზავრებიან და მასტერკლასებს ატარებენ. ბოლო ორი კვირა მარტვილს ვლადიმერ გოჩაშვილი, ალექსანდრე კაიდარაშვილი, ზურა ელიავა და გელა ქობალია სტუმრობდნენ, ხოლო თბილისში სამწვრთნელო გამოცდილებას უშანგი რუხაია, გიგა ჭუბაბრია, დათო გეგეჭკორი, ზაზა არაბაშვილი და ზაზა გოროზია იმაღლებდნენ.