• Geo
  • Eng
20.03.2018
დინამოელები სიმბოლურში

მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ დინამო თბილისიდან სამი ფეხბურთელი - გუნდის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი (2) (საგოლე პასი სამტრედიასთან), ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი კუცია (ტექნიკური და ლამაზი გოლი) და შემტევი აკაკი შულაია (მეორე გოლი სამტრედიალეტა კარში და აქტიურად ჩატარებული შეხვედრა) შეიყვანა. sportall.ge- მ საუკეთესო გუნდში კიტეიშვილთან (2) და შულაიასთან (2) ერთად ჩვენი გუნდის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე (ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში) და ახალგაზრდა მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე (უშეცდომოთ იცავდა თავის ფლანგს) შეიყვანა. goal.ge- მ თერთმეტეულში ოთარ კიტეიშვილი (2), აკაკი შულაია (2) და ბუდუ ზივზივაძე დაასახელა. adjarasport.com- მა მესამ ტურის სიმბოლურში ზემოხსენებული ხუთივე დინამოელი შეიყვანა და ტურის მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი კახი კაჭარავა დაასახელა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024