ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში დინამოელებმა მეოთხე ტურის მატჩები ჩაატარეს. ჩვენმა 14 წლამდელებმა, რომლებიც შეგახსენებთ, რომ 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამო 2- ის სახელით იღებენ მონაწილეობას, სფფ- ს აკადემიას დაუპირისპირდნენ და 1:2 დათმეს შეხვედრა. გოლი ხუტიაშვილმა გაიტანა. 15 წლამდე დინამო ლაგოდეხს ესტუმრა და სფფ- ს აკადემიის გუნდი 3:0 დაამარცხა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდიდან გოლები შაუთიძემ, ხვადაგიანმა და ბაბლუანმა გაიტანეს. 17 წლამდე დინამო ავაზა 2- ს შეხვდა და გოჩა ჩიქოვანის გუნდმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. თავი წაქაძემ, აბუაშვილმა, მორჩილაძემ და ჩარკვიანმა გამოიჩინეს.
U15 დინამო: ტურძილაძე, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ქავთარაძე, უბილავა, შაუთიძე, სიხარულაშვილი, სიჭინავა, გეგიაძე, ჩხეტიანი, იობაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: მელაძე, სალუქვაძე, შენგელია, ბაბლუანი, გოგობერიშვილი, უდესიანი,
U14 დინამო 2: ჯოჯუა, ჯანაშია, მოლაშვილი, ბაგრატიონი, კვერენჩხილაძე, ლაცაბიძე, გეგიაძე, ხუტიაშვილი, კობახიძე, არჩაია, ნიკოლაიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ცხოვრებაშვილი, აღდგომელაშვილი, თოდუა, თათულაშვილი,
U17 დინამო: ლომიძე, თუდები, ერაძე, ქველაძე, წაქაძე, სანებლიძე, მორჩილაძე, კოპალეიშვილი, ლომთაძე, ჩარკვიანი, ზურებიანი
შეცვლაზე შევიდნენ: ჩიჩუა, კაჭარავა, აბუაშვილი