თბილისში მიმდინარე მინსკის დღეების ეგიდით 22 და 23 მარტს დინამოს 15 წლამდე შემადგენლობამ მინსკელ თანატოლებს უმასპინძლა. ვიტალი დარასელიას სახელობი დინამოს აკადემიის მოედანზე ჩატარებული მატჩები პირველ დღეს მასპინძელთა გამარჯვებით 1:0, ხოლო მეორე დღეს ფრედ 1:1 დასრულდა. ასევე გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია, რომელზეც ორივე გუნდის ფეხბურთელები სამახსოვრო პრიზებით და სიგელებით თბილისისა და მინსკის ვიცე მერებმა დააჯილდოვეს.