• Geo
  • Eng
24.03.2018
დინამომ გაგრასთან ისპარინგა

დინამო თბილისმა სანაკრებო პაუზით ისარგებლა და დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაგრას ესპარინგა. შეხვედრის წინ გუნდებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. კახი კაჭარავას დღევანდელ თამაშში რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში არიან მივლინებულნი. მატჩი დინამომ საკმაოდ აქტიურად დაიწყო და პირველ 10 წუთში ორი გოლიც გაუტანა სტუმრებს. პირველ შემთხვევაში გიორგი ივანიშვილის აქტიურობას პენალტი მოჰყვა, თერთმეტმეტრიანი კი ნიკა ძალამიძემ შეასრულა ზუსტად. ცოტახანში გიორგი ივანიშვილმა ორამდე დააწინაურა თბილისური გუნდი, მესამედ ზუსტად კი ლაშა ქოჩლაძემ ითანაშა. მეორე ტაიმში სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს, გოლი გოგატიშვილმა გაიტანა და ამხანაგური 3:1 დასრულდა.

 

დინამო 3:1 გაგრა

დინამო: მამარდაშვილი, რუხაია, ივანისენია, თოთაძე, ხარაბაძე, კუცია, ქოჩლაძე, თევზაძე, ძალამიძე, ივანიშვილი, ბაბუნაძე

შეცვლაზე შევიდნენ: პ. კიტეიშვილი, ბასარია, ბერიაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024