საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 19- დან 24 იანვრის ჩათვლით საწვრთნელ შეკრებას თურქეთში ჩაატარებს. შეკრების ფარგლებში 21 წლამდე ჯვაროსნები ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ, რომელშიც აზერბაიჯანის ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი ლარაში 23 იანვარს გაიმართება. გია ცეცაძემ აღნიშნულ შეკრებაზე სამი დინამოელი - ოთო გოშაძე, დავით კობოური და აკაკი შულაია მიიწვია.