საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში დანიას უმასპინძლა. გორში ჩატარებული მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 2:2 დასრულდა. სკანდინავთა კარში გოლები გიორგი ხარაიშვილმა და ბექა მიქელთაძემ გაიტანეს. გია ცეცაძემ შეხვედრაში ორი დინამოელი, ჩვენი გუნდის შემტევები ოთარ კიტეიშვილი და აკაკი შულაია ათამაშა.