დინამოელებმა ზამთრის თასის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა და ჯგუფის სამი თამაშიდან ორში დამარცხდნენ, ხოლო ერთ მატჩში იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა საკმაოდ გადახალისებული და ახალგაზრდული შემადგენლობა გამოიყვანეს ტურნირზე. პირველ მატჩში დინამო ნორჩ დინამოსთან 2:6 დამარცხდა. შემდეგ იყო მარცხი ვიტ ჯორჯიასთან 4:6 და ბოლო შეხვედრაში გამარჯვება ფოთის კოლხეთთან ანგარიშით 10:5.
ტურნირზე ჩვენი გუნდის ღირსებას ოთო გოშაძე, გიორგი მამარდაშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი, გიორგი კუცია, ბექა ხარშილაძე, ლაშა უგრეხელიძე, ლაშა ქოჩლაძე, ბექა დარცმელია, გიორგი კაკულია, ლევან ხარაბაძე, გიორგი ხარშილაძე და მიხეილ ერგემლიძე იცავდნენ.