საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები 9 აპრილს თურქეთში გაემგზავრება, სადაც 10 და 12 აპრილს მასპინძელთა თანატოლ ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ჭაბუკთა ნაკრები შეკრებას დღეიდან იწყებს. ზვიად ჯელაძემ შეკრების გასავლელად და შემდეგ თურქებთან სათამაშოდ დინამოს აკადემიიდან 11 ფეხბურთელს უხმო. ლუკა ხარშილაძე, ზურაბ ერაძე, დათი ჩინჩალაძე, ლაშა კვარაცხელია, ალექსანდრე ტეფნაძე, თორნიკე მორჩილაძე, გიორგი სჭინავა, გიორგი აბუაშვილი, დავით ზურაბიანი, გიორგი მირზიკაშვილი და ლევან ფირცხალაიშვილი სხვა გამოძახებულ ფეხბურთელებთან ერთად მოემზადებიან აღნიშნული მატჩებისთვის.