დინამოელებმა დიღმის ბაზაზე გორის დილასთან ისპარინგეს. კახი კაჭარავამ ძირითადად ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა და უმეტესად სინჯებზე მყოფი და აკადემიის ფეხბურთელები დატვირთა, სპარინგი კი მეტოქის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. სინჯებზე მყოფი ფეხბურთელებიდან დინამოელები შეკრებაზე უკრაინელ ნახევარმცველს - დმიტრო ივანისენიას იახლებენ, რომელსაც თურქეთში დააკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებასაც შემდეგ მიიღებენ. 24 წლის ნახევარმცველი დონეცკის შახტარის აღზრდილია, იგი ასევე ილიჩივეცსა და მარიუპოლში გამოდიოდა.