ხუთშაბათს 5 აპრილს, დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი გუნდი საჩხერის ჩიხურას დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 16.00 საათზე დაიწყება.
5 აპრილს დინამომ თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ექვსივეში იმარჯვა. თბილისელებმა გაიტანეს 12 და გაუშვეს 3 გოლი.
1963 წელს ჩვენმა გუნდმა კუიბიშევის კრილია სოვეტოვი მიიღო და გურამ პეტრიაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე.
1997 წელს დინამომ რუსთავის მეტალურგს გიორგი ანჩაბაძის გოლით 1:0 მოუგეს. 2006 წელს დინამომ თბილისის სპარტაკს გაუტანა სამი უპასუხო გოლი. ზუსტი დარტყმებით სანდრო იაშვილმა, გიორგი მეგრელაძემ და გიორგი შაშიაშვილმა გამოიჩინეს თავი. სამი წლის შემდეგ დედაქალაქურმა გუნდმა რუსთავის ოლიმპი მიიღო და 2:1 იმარჯვა. გოლები გიორგი ნერგაძემ და დონალდ ჯუისმა გაიტანეს. 2011 წელს ცხინვალის სპარტაკთან მატჩში ალექსანდრე კოშკაძემ დუბლი შეასრულა, დიმიტრი ტატანაშვილმა ერთი გოლი გაიტანა და დინამომ 3:1 იმარჯვა. 2017 წელს ჩვენმა გუნდმა საჩხერის ჩიხურა მიიღო და 2:1 დაამარცხა ზემოიმერლები. გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი ზარიამ გაიტანეს.