• Geo
  • Eng
07.04.2018
12 წლამდე დინამოელები იზმირის თასზე

დინამო თბილისის 12 წლამდელთა გუნდი თურქეთში გაემგზავრა, სადაც იზმირის თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითია და მასში 56 კლუბი იღებს მონაწილეობას. სხვა გუნდებთან ერთად თასის მოსაპოვებლად მანჩესტერ სიტი, აზ ალკმაარი, გალათასარაი, ბილბაო, სამპდორია, ფენერბაჰჩე, ბენფიკა, ტვენტე, პსვ, ანდერლეხტი და დინამო ზაგრები იბრძვიან. კახა გოგოლაძის გუნდმა E ჯგუფში ექვსი მატჩი ჩაატარა (რეგლამენტით 25 წუთიანი მატჩები ტარდება). დინამომ 2:1 აჯობა თურქულ ბორნოვას და 0:1 დათმო პოლონურ სლასკთან. თურქულ ბურსასფორთან და პენდიქთან, შეფილდ უენსდეისთან და პორტუსთან თბილისელებმა ფრედ 0:0 ითამაშეს. საბოლოოდ ჯგუფში პორტუსთან ერთად 7 ქულა დააგროვეს, თუმცა ბურთების უკეთესი ბალანსით საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას პორტუგალიელები გააგრძელებს. თბილისელები ხვალ ბოლუსფორს და ანადოლუს შეხვდებიან.

ტურნირზე დინამოელთა ღირსებას ლუკა ხელაშვილი, მათე საური, დავით ქელდიშვილი, რატი გრიგალავა, ნიკოლოზ ბენდიანიშვილი, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, ლაშა პატარკაციშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, ლუკა ჩიკვილაძე, ალექსანდრე თურქია, ნოდარ ვარსიმაშვილი, დავით ხორავა, ირაკლი ბერძენიშვილი, ანდრია კერესელიძე, ლაზარე ნათენაძე, დიმიტრი ბაღიშილი, მიხეილ საჯაია, ლევან ნაჩყეპია და ბექა ბურდიაშვილი დაიცავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024