• Geo
  • Eng
23.02.2018
სტაჟირება-პრაქტიკის მეორე ეტაპი დინამოს აკადემიაში

მარტვილში ახალგახსნილმა საფეხბურთო აკადემიამ უკვე დაიწყო ფუნქციონირება და დინამოს აკადემიის ფილიალისთვის შერჩევებიც ჩატარდა. მწვრთნელები კი კვალიფიკაციის ასამაღლებლად დინამოს აკადემიაში სტაჟირებას გადიან. ამ კვირას ჩვენი კლუბის აკადემია მარტვილიდან კიდევ სამ მწვრთნელს მასპინძლობს. ზაზა გოროზია (9 წლამდე გუნდის მწვრთნელი), ჯიმშერ მარკოზია (10 წლამდე გუნდის მწვრთნელი) და ზაზა ასაბაშვილი (11 წლამდე გუნდის მწვრთნელი) დინამოს აკადემიაში ცხოვრობენ და ადგილზევე გადიან თეორიულ-პრაქტიკულ მეცადინეობებს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას კვალიფიკაციას ასევე სამი მწვრთნელი იმაღლებდა. სტაჟირება დათო გეგეჭკორმა, გიგა ჭუბაბრიამ და უშანგი რუხაიამ გაიარეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024