• Geo
  • Eng
24.11.2017
პატარა დინამოელები მეოთხედფინალში არიან

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გრძელდება საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ატეიტის თასი 2017, რომელიც ამჯერად 10 წლამდე გუნდებს შორის ტარდება. დღეს ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ოთხივე მატჩი ჩაატარა და ოთხივეში ისე იმარჯვა, რომ გოლი არ გაუშვია. ზურა ელიავას კრებულმა სადებიუტო შეხვედრაში კალინინგრადის საფეხბურთო სკოლა 5:0 დაჯაბნა, მეორე მატჩში კი შვედურ ვასალუნდს 2:0 მოუგო. რუსულ გუნდთან დუბლი თეიმურაზ ბარნოვმა მიითვალა, თითო გოლი კი კობა კაკაშვილმა, ანდრია აბაშიძემ და ნიკა გვაზავამ გაიტანეს. შვედებთან კი თავი კობა კაკაშვილმა და დაჩი გოგოლმა გამოიჩინეს. ჯგუფში მესამე მატჩი დინამომ ესტონურ ვიიმსისთან გამართა. თბილისელებმა ვახტანგ სალიას ჰეთ თრიქით და ანდრია აბაშიძის გოლით 4:0 დაამარცხეს ესტონელები. მეოთხე შეხვედრაში ჩვენს გუნდს მეტოქეობა ლიტვურმა გრანიტასმა გაუწია. დინამომ არც მასპინძლები დაინდო და 6:0 იმარჯვა. დუბლი გიორგი გვასალიამ და დაჩი გოგოლმა შეასრულეს. დარჩენილი ორი გოლი ვახტანგ სალიამ და ალექსანდრე ჭოლოკავამ გაიტანეს. ამრიგად ზურა ელიავას გუნდმა ბურთების ბალანსით 17/0 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ხვალ ტურნირის მეოთხედფინალში ლატვიურ ტუკუმს შეხვდება.

დინამოს ლურჯ-თეთრ ფერებს დავით ღვარძელაშვილი, ალექსანდრე ჭოლოკავა, ლუკა პაპასკირი, სპარტაკ სტეფლიანი, გიორგი გვასალია, ლუკა წულაია, ვასიკო ჭიღლაძე, ლაშა ხუციშვილი, კობა კაკაშვილი, ვახტანგ სალია, საბა კაკულია, გიორგი ბაშარული, ანდრია აბაშიძე, თეიმურაზ ბარნოვი, ნიკოლოზ გვაზავა და დაჩი გოგოლი იცავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024