• Geo
  • Eng
05.02.2018
შეკრების მეთხუთმეტე დღე

დინამოელთა პირველი თურქული შეკრება დასასრულს უახლოვდება. ორი დღეა გუნდი განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვის ქვეშ ვარჯიშობს, ხვალ კი თბილისელები რუსული პრემიერლიგის არსენალ ტულას დაუპირისპირდებიან. გუნდს სინჯებზე უკრაინელი 24 წლის მცველი - სერჰი პეტკო შეუერთდა, რომელიც მანამდე ვერესში, ჩერნომორეცსა და ოდესის ჟემჩუჟინაში გამოდიოდა. პეტკოს ასევე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში უასპარეზია. ხვალინდელი სპარინგი თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება, მისი ვიდეო სტრიმი კი ტრადიციულად ჩვენს ვებ გვერდზე იგეგმება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024