• Geo
  • Eng
02.02.2018
მარცხი ვორსკლასთან

დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. თბილისელები უკრაინის პრემიერლიგის მესამეადგილოსან ვორსკლას დაუპირისპირდნენ. დინამოელებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. პირველ ნახევარში მეათე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გატანილი გოლით დაწინაურდნენ კიდეც და შედეგიანი დარტყმის გარდა არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს ბოჰდან შუსტის კართან. ტაიმის ბოლო ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა და ვიაჩესლავ შარპარმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში კახი კაჭარავამ დემეტრე ბულისკერიას და სინჯებზე მყოფი ტერენტი ლუცევიჩის გარდა მთელი გუნდი შეცვალა და ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. პოლტაველთა გამოცდილ შემადგენლობასთან ჩვენს ახალგაზრდებს გაუჭირდათ და სამი გოლიც გაუშვეს თავიანთ კარში. მომდევნო და პირველი თურქული შეკრების ბოლო მატჩს დინამო 6 თებერვალს არსენალ ტულასთან გამართავს.

 

დინამო 1:4 ვორსკლა

 

გოლი: 1:0 ზივზივაძე 10’  1:1 შარპარი 31’  1:2 ჩესნაკოვი 65’  1:3 კულაკი 69’  1:4 გიორგაძე 81’ 

 

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, ლუცევიჩი, ხარაბაძე, ქარდავა, ივანისენია, შულაია, ო. კიტეიშვილი, ივანიშვილი, ზივზივაძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: გაბიტაშვილი, უგრეხელიძე, ბ. ხარშილაძე, ძოწენიძე, გადრანი, კუცია, დარცმელია, პ. კიტეიშვილი, ბაბუნაძე, ნინუა, ერგემლიძე, გ. ხარშილაძე, გაბუნია

ვორსკლა: შუსტი, დალკუ, ჩიჟოვი, პერდუტა, საპაი, კრავჩენკო, შარპარი, კობახიძე, რებენოკი, კოლომოეცი, ვასინი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024