• Geo
  • Eng
09.02.2018
დინამოელები 16 და 17 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგში გაემგზავრება, სადაც 13 და 15 თებერვალს მასპინძელ თანატოლებს გაეჯიბრება. ზვიად ჯელაძემ ნაკრებში 11 დინამოელს უხმო: ნიკოლოზ შურღაია, ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, ლუკა ხორავა, თორნიკე მორჩილაძე, ბაკურ ჯინჯოლავა, გიორგი მირზიკაშვილი, გიორგი აბუაშვილი, დავით ზურაბიანი, მურთაზ სანებლიძე და ლევან ოსიყმაშვილი.

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ემზადება. ჭაბუკი ჯვაროსნები 12 და 15 თებერვალს ავსტრიის ნაკრებს შეხვდებიან. გიორგი ნემსაძემ აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 10 ფეხბურთელს უხმო. ავსტრიასთან სათამაშოდ თანაგუნდელებთან ერთად - ლუკა ხარშილაძე, ლუკა კუტალაძე, ირაკლი აზაროვი, ზურაბ ბაქრაძე, სანდრო კალანდაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ვახტანგ ჩარკვიანი, გიორგი შალიკაშვილი, ელგუჯა ჯანგველაძე და ხვიჩა კვარაცხელია მოემზადებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024