• Geo
  • Eng
03.03.2018
დინამოელთა მეორე ტური ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში დინამოელებმა მეორე ტურის მატჩები ჩაატარეს. ჩვენმა 14 წლამდელებმა, რომლებიც შეგახსენებთ, რომ 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამო 2- ის სახელით იღებენ მონაწილეობას, თანაქალაქელ ლოკომოტივს უმასპინძლეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა დაძაბულ პაექრობაში 1:2 დათმო შეხვედრა. გოლი გაფრინდაშვილის ანგარიშზეა. 15 წლამდე დინამომ კი თელავი მიიღო და არასაფეხბურთო ანგარიშით 13:0 დაჯაბნა სტუმრები. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდიდან თავი სამი ჰეთ თრიქით იობაშვილმა, სიხარულაშვილმა და ბაბლუანმა გამოიჩინეს. თითო გოლი სტუმრებს უბილავამ, გოგობერიშვილმა და ქავთარაძემ გაუტანეს, ერთიც მეტოქემ თავის კარში ჩაჭრა. 17 წლამდე დინამომ ასევე თელაველ თანატოლებს უმასპინძლა და გოჩა ჩიქოვანის გუნდმაც დიდი ანგარიშით იმარჯვა. თბილისელებმა კახელებს ერთის წილ შვიდი გოლი გაუტანეს. ზუსტი თამაშით ჩარკვიანი, წაქაძე, ფარულავა, იაკობიძე, შალიკაშვილი, ზურებიანი და მირზიკაშვილი გამოირჩნენ.

 

U15 დინამო: ტურძილაძე (მოდებაძე 35), ხვადაგიანი (სალუქვაძე 35), ქავთარაძე, გოგოტიშვილი (მელაძე 35), უბილავა (უდესიანი 35), გაგნიძე, სიჭინავა, გოგობერიშვილი, ბაბლუანი, სიხარულიშვილი, იობაშვილი

U15 დინამო 2: ბერუაშვილი, მოლაშვილი, ბაგრატიონი, ჯანაშია 9აღდგომელაშვილი 55), კერენჩხილაძე, ლაცაბიძე (ქართველიშვილი 64), კობახიძე (გაფრინდაშვილი 52), ცხოვრებაშვილი (თოდუა 48), თათულაშვილი (არჩაია 43), გეგიაძე, ხუტიაშვილი (ნიკოლაიშვილი 48)

U17 დინამო: ლომიძე, ერაძე, ქველაძე, წაქაძე, მელიქიშვილი, სანებლიძე, ფარულავა, ლომთაძე, ჩარკვიანი, ჯანგველაძე, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: შალიკაშვილი, ზურებიანი, თუდები, მორჩილაძე, მირზიკაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024