18.04.2018
გიორგი კუციამ ოპერაცია გაიკეთა
ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველმა გიორგი კუციამ საჩხერის ჩიხურასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და საბოლოოდ საქმე სამედიცინო ჩარევამდე მივიდა. გიორგიმ დღეს მენისკის ოპერაცია გაიკეთა. იგი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს დაახლოებით 2 თვეში მოახერხებს.