• Geo
  • Eng
09.03.2018
11 მარტი დინამოს ისტორიაში

კვირას 11 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი 48- ე თბილისურ დერბის უმასპინძლებს. ლოკომოტივისა და დინამოს დაპირისპირება 14.00 საათზე დაიწყება.

11 მარტს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 2 შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, სამჯერ საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა და ერთხელაც ჩვენი გუნდი დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 13/7 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1988 წელს თბილისელებმა მინსკელი თანაკლუბელები მიიღეს და 2:1 დაამარცხეს მეტოქე. გოლები ბელორუსთა კარში თენგიზ სულაქველიძემ და გია გურულმა გაიტანეს. მომდევნო წელს ჩვენმა გუნდმა კიევის დინამოს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა მეტოქესთან. ზუსტი დარტყმებით გია ჯიშკარიანი და ბახვა თედეევი გამოირჩნენ.

2000 წელს ფოთში კოლხეთთან გამართული შეხვედრა უგოლო ყაიმით მორჩა. 2006 წელს დინამომ ზესტაფონი მიიღო და ისევ ფრე. 2:2 დასრულებულ პაექრობაში დუბლი მიხეილ ბობოხიძემ შეასრულა. 2011 წელს ლურჯ-თეთრები სამტრედიას რუსთავში დაუპირისპირდნენ და ერთის წილ შვიდი გოლი გაუტანეს მეტოქეს. ორ-ორი გოლი ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუსმა ჩაიწერეს აქტივში. ამათ მონაგარს ზუსტი დარტყმები პეტარ იელიჩმა და ზურაბ არზიანმა მიამატეს, ერთი გოლიც საკუთარ კარში გიორგი ხუმარაშვილმა გაიტანა. 2017 წელს მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარებული დედაქალაქური დერბი მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024