საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები მორიგ შეკრებას ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გადის, გიორგი მიქაძემ კი ნაკრებში დინამოს აკადემიის 8 ფეხბურთელს უხმო. შეკრებას სხვებთან ერთად ნიკა გაბელაია, ბექა ხარშილაძე, არჩილ ბასარია, ლუკა ბერიაშვილი, გიგა გულდედავა, გიორგი ხარშილაძე, თემურ გაბუნია და გიორგი გოგობერიშვილი გადიან.