• Geo
  • Eng
13.02.2018
დინამომ ნეფტეხიმიკს აჯობა

დღეს დინამოელებმა მეორე თურქული შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელშიც რუსეთის ნეფტეხიმიკს დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრამ მთლიანად კახი კაჭარავას გუნდის უპირატესობით ჩაიარა და შეიძლება ითქვას, რომ ანგარიში უფრო სოლიდურიც უნდა ყოფილიყო. მატჩის დებიუტში აკაკი შულაია და ბუდუ ზივზივაძე სახიფათო პოზიციებიდან უტევდნენ მეტოქის კარს, თუმცა მათ თავურებს სიძლიერე დააკლდათ. თამაშს ოთარ კიტეიშვილი და ლაშა თოთაძეც ამწვავებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მატჩის მეორე ნახევარი თბილისელებმა ისევ შეტევებით განაახლეს და 56- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის აქტიურობას მეტოქის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. პენალტი ზუსტად ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა და როგორც შემდეგში აღმოჩნდა მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. თბილისელებმა დარჩენილ დროში დიდი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და არაერთი კუთხურიც მოაწოდეს, მაგრამ ყველა უშედეგოდ. მატჩის ბოლოსკენ სერგი პეტკოს ძლიერად გასროლილი მეტოქის კარის ხარიხამ მოიგერია და შეხვედრაც დასრულდა.

 

დინამო 1:0 ნეფტეხიმიკი

გოლი: 1:0 კიტეიშვილი (პენ) 56’

 

დინამო: ბულისკერია (გოშაძე 46), თოთაძე, ლუცევიჩი, რუხაია (პეტკო 46), კობოური (ხარაბაძე 76), ქარდავა, ივანისენია (კუცია 76), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი (ბოგუნოვი 76), ზივზივაძე (ერგემლიძე 76)

ნეფტეხიმიკი: მალაშენკო, კომისოვი, კიბარდინი, მოროზოვი, კამენშჩიკოვი, კუზნეცოვი, კანაევ, პოტაპოვი, შადრინი, გილიაზეტდინოვი, ბოჩკოვი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024