ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დღეს დუბლშემადგენლობათა გათამაშების ოცდამეორე ტურის მატჩი გაიმართა. კახი გოგიჩაიშვილის გუნდი რუსთავის მეტალურგის დუბლებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
შეხვედრის მე- 20 წუთზე ნარიმანიძემ გახსნა ანგარიში და დააწინაურა რუსთაველები. პირველი ტაიმის მიწურულს ხაბელაშვილმა მეორედ აიღო თბილისელთა კარი. მეორე ნახევარში თბილისელებმა შეცვლები განახორციელეს, სცადეს თამაშის შემობრუნება, თუმცა მესამე გოლი მიიღეს საკუთარ კარში. შეცვლაზე შემოსულმა კიტეიშვილმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 3:0 მეტალურგის სასარგებლოდ.
დინამო დუბლები: კულუა (შოვნაძე), კაკაბაძე, თევზაძე, თათხაშვილი, შერგელაშვილი, კიტოვანი (ქიქავა), კვერნაძე (გურეშიძე), დიასამიძე (ც. მესხი), კობახიძე, მათიაშვილი (მარაქველიძე), ა. მესხი
მეტალურგი დუბლები: შერმადინი, გულუა, ცნობილაძე, მიქაუტაძე, კაკულია, ნარიმანიძე, ჯავახიშვილი, ბებია, გოგინაშვილი, ხაბელაშვილი, ოქროპირიძე