დღეს დინამოსა და მეტალურგს შორის მატჩის დაწყებამდე, დინამო თბილისმა ფეხბურთიდან გამორჩეული დინამოელი და წლების მანძილზე მისი კაპიტანი - გიორგი შაშიაშვილი გააცილა. გიორგიმ თავისი საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში დინამოში დაიწყო და დინამოშივე დაასრულა. შაში რეკორდსმენია ეროვნულ ჩემპიონატებში დინამოს მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით (197 შეხვედრა). ახლა უკვე მოღვაწეობას ჩვენი გუნდის აკადემიაში აგრძელებს, სადაც U-14 გუნდის მწვრთნელია. გიორგის კლუბის პრეზიდენტმა სამახსოვრო ჯილდო გადასცა, წარწერით- გიორგი შაშიაშვილს მადლობა დინამოსგან. შემდეგ ჩვენი გუნდის ვეტერანი ფან სექტორთან მივიდა, სადაც გლადიატორებმა ოვაცია მოუწყვეს.