დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე მალხაზ ჟვანია და ვარლამ კილასონია წარდგნენ.
ვარლამ კილასონია: დინამოსთან თამაში ყველა გუნდისთვის ძალიან რთულია. თავიდანვე გვქონდა გეგმა, რომ გვეთამაშა ხუთი მცველით და ამაზე მთელი კვირა ვმუშაობდით. დინამოში თამაშობენ ოსტატები, რომლებიც სივრცეებს არ გაპატიებენ. ბიჭებმა დავალება შეასრულეს. იყო შეცდომები თუმცა გამოიყენეს შანსი. ვულოცავ ჩვენს ქომაგებს და ქალაქს ამ გამარჯვებას.
მალხაზ ჟვანია: დაძაბული თამაში იყო. ფაქტია, რომ ყველა საშინაო თამაშში დავმარცხდით. მეტი კონცენტრაციაა საჭირო თითოეულ თამაშზე. იმედია მომავალ შეხვედრებში ამას გამოვასწორებთ. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას.