• Geo
  • Eng
16.03.2014
დინამო 0:1 მეტალურგი

დღეს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისმა რუსთავის მეტალურგს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის დაწყებამდე დინამომ ფეხბურთიდან გააცილა გიორგი შაშიაშვილი, რომელიც წლების მანძილზე ჩვენი გუნდის კაპიტანი გახლდათ და ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული მატჩებით დინამოს რეკორდსმენია. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 69- ე წუთზე ექვთიმიშვილმა თავით გაიტანა. დინამოელებმა ვეღარ მოახერხეს ანგარიშის შეცვლა და დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

დინამოელები 48 ქულით გათამაშების ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფებიან და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებენ.

გოლი: 0:1 ექვთიმიშვილი 69’

გაფრთხილება: ლომაია 15’  კვირკველია 19’  ჩირგაძე 44’  დობროვოლსკი 63’ 

დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე (ჯანელიძე 72), გველესიანი, ძარია, მერებაშვილი, პაპუნაშვილი (გოგა 46), პაპავა, კვირკველია, მარცვალაძე (მოდებაძე 58), ჩისკო

მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე, ქავთარაძე, დობროვოლსკი, ლომაია, ჩირგაძე (ჩიმაკაძე 66), კაკაშვილი (ვასაძე 78), გიგაური (გოგინაშვილი 54), საჯაია, ექვთიმიშვილი, კილასონია

მსაჯი: ლაშა სილაგავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024