• Geo
  • Eng
23.04.2018
ტურნირიწინა პრესკონფერენცია

დღეს დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მესამე საერთაშორისო ტურნირისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე აკადემიის დირექტორი - ლევან გვანცელაძე, ტურნირის მენეჯერი - არჩილ კეკელია, ტურნირის პარტნიორები: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - ირაკლი გვილავა და სფფ- ს აკადემიის ხელმძღვანელი - ირაკლი ლილუაშვილი, ტურნირის სპონსორები: VTB ბანკის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი - შოთა მაჭავარიანი და ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - ლალი ბრეგვაძე.  დინამო ასევე მადლობას უხდის მინერალური წყლების კომპანია საირმეს სპონსორობისა და გვერდში დგომისთვის. მათ გასამართი ღონისძიების ტრადიციულობაზე, მნიშვნელობასა და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024