ჭაბუკთა ლიგის 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამოს მეორე შემადგენლობამ მეშვიდე ტურის მატჩი ჩაატარა. ჩვენმა 14 წლამდელებმა გორის დილას უმასპინძლეს და ანგარიშით 4:2 დაამარცხეს მეტოქე. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურებში უიღბლობის შემდეგ ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა უკვე მიჯრით მესამე მატჩი მოიგეს. გორელებთან შეხვედრაში ჰეთ თრიქი გეგიაძემ შეასრულა, ერთი გოლიც თათულაშვილის ანგარიშზეა. 14 წლამდელები პირველ და მეორე ადგილოსანს 7 და 4 ქულით ჩამორჩებიან.
19 წლამდელთა ჩემპიონატში დინამოელებმა პირველი მარცხი განიცადეს. ჩვენი გუნდი შევარდენთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან შევარდენს ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
U14 დინამო 4:2 დილა
U19 შევარდენი 1:0 დინამო
U14 დინამო: ბერუაშვილი, მოლაშვილი, გაფრინდაშვილი, ბაგრატიონი (ჯანაშია 13), კერენჩხილაძე, ლაცაბიძე (გოგებაშვილი 57), თოდუა (ქართველიშვილი 60), კობახიძე (ცხოვრებაშვილი 35), გეგიაძე, აღდგომელაშვილი (თათულაშვილი 35), ხუტიაშვილი (ნიკოლაიშვილი 45)
U19 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ბასარია, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (ფარულავა 84), პ. კიტეიშვილი, გოგობერიშვილი, ბერიაშვილი (გაბუნია 74), ხარშილაძე (ლომთაძე 62)