• Geo
  • Eng
18.12.2017
პრეზიდენტის ვიზიტი აკადემიაში

ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა - რომან ფიფიამ, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის აღსაზრდელებს, მწვრთნელებსა და თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი და წლის წარმატებული დასასრული მიულოცა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი აკადემიის გუნდებმა უპრეცედენტოთ წარმატებული სეზონი ჩაატარეს, იმარჯვეს რა საქართველოს პირველობის 7 ასაკობრივ ჩემპიონატში და ერთ მათგანში მეორე ადგილი დაიკავეს. ასევე 19 წლამდე გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის საგზურიც მოიპოვა. ახალ წელს ფეხბურთელები სახლებში აღნიშნავენ, იანვრის შუა რიცხვებიდან კი ბაზაზე დაბრუნდებიან და მომავალი სეზონის სამზადისს შეუდგებიან. ამიერიდან ლევან გვანცელაძე აკადემიის ხელმძღვანელის ფუნქციებს შეასრულებს, ხოლო არჩილ კეკელია კი პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს დაიკავებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024