• Geo
  • Eng
24.04.2018
სპარტაკმა კიევის დინამოს 3:0 აჯობა

ვიტალი დარასელიას თასის გათმაშების მეორე შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ მოსკოვის სპარტაკი და დარასელიას თასის მოქმედი მფლობელი- კიევის დინამო წარდგნენ. პრინციპული შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, მომენტებიც ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა სპარტაკმა მეთოდურად უპირატესობა ხელთ იგდო და 28- ე წუთზე მაქსიმ ერმაკოვმა ანგარიში გახსნა და ტაიმი ეგრეც დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტში მიხაილ პილიპენკომ მეორე გოლი გაიტანა კიეველთა კარში და ფაქტიურად გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტა. დინამოელები მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდნენ, თუმცა მესამე გოლიც მიიღეს საკუთარ კარში. 69- ე წუთზე თავი არგამ საფარიანმა გამოიჩინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

 

სპარტაკი 3:0 დინამო კიევი

გაფრთხილება: ზდირკო 30’

გოლი: ერმაკოვი 28’  პილიპენკო 42’  საფარიანი 69’

 

სპარტაკი: მელიოხინი (მიხაილოვი 65), დეტენიშევი, ერმაკოვი (ტრაპიცინი 65), ლაიკინი, ლაშკოვი (გენჩუ 36), მირონოვი, პილიპენკო, საფარიანი, თუმანიანი (ა. მირონოვი 58), შაგიახმეტოვი (რომანოვი 36), შიტოვი

დინამო კიევი: ფასტოვი, ბერეზანსკი (მელნიკი 46), ბოლი, მაზური (ორუჯევი 46), მიშჩენკო (ხაცკევიჩი 59), ოპანასენკო, პოპოვი, ტრიკოზი (სკრიპნიკი 36), ვოლოშინი (დემიდენკო 58), ზდირკო (ვიდოსევიჩი 58), კირილიუკი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024